news
S4SA - სათავგადასავლო ელემენტებზე დაფუძნებული კორპორატიული სატრენინგო მოდული

ვისთვისაა განკუთვნილი კურსი? სათავგადასავლო ელემენტებზე დაფუძნებული კორპორატიული სატრენინგო მოდული განკუთვნილია ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, გუნდებისთვის, რომლებიც ორიენტირებულნი არიან როგორც პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე, ორგანიზაციაში გარემოს გაუმჯობესებაზე და თანამშრომლების პიროვნულ განვითარებაზე.

კურსის მოსალოდნელი შედეგები:

• კურსის დამთავრების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ საბაზისო ცოდნა სათავგადასავლო უნარების შესახებ და ამ ცოდნის გამოყენებით შეძლებენ ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ მარშრუტებზე ლაშქრობას;

• კურსის ბოლოს მონაწილეებს ეცოდინებათ რისკების მართვის პროცესის საფუძვლები და შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას პრაქტიკაში;

• კურსის ბოლოს მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს, წამახალისებელ შეთავაზებებს და რჩევას სათავგადასავლო უნარების გაუმჯობესების თაობაზე.

• მონაწილეთა ტრანსფერული უნარების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება;

• ახალი უნარების გამოვლენა, მონაწილეთა თავდაჯერებულობის ზრდა, გუნდური მუშაობის, ლიდერობის, კრიტიკული აზროვნების, კრეატიული, ადაპტაციის და სხვა უნარების გაუმჯობესება; 

• მომავალი გამოწვევებისათვის მზაობა საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების უკეთ გაცნობიერების ხარჯზე.

 

პროგრამის აღწერილობა: 

პროგრამა ხორციელდება სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სასწავლო ცენტრში. ცენტრი განლაგებულია გუდაურის სათხილამურო კურორტზე, 2700 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. კურსის პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.

პროგრამის მონაწილეები გაივლიან სათავგადასავლო ტურიზმის ექსპერტების მიერ შემუშავებულ, სპეციალურ კურსს - მომზადება საბასიზო სათავგადასავლო უნარებში - საფეხმავლო მარშრუტზე გადაადგილების ტექნიკური მეთოდები, გადაადგილების, ნავიგაციის სტრატეგიის და აღჭურვილობის შერჩევა, ორიენტაცია გარემოში და სხვა. მონაწილეები ასევე გაეცნობიან სათავგადასავლო გარემოში არსებულ საფრთხეებს, მათი გამოვლენის, შეფასებისა და რისკების შემცირების გზებს. 

ტრენინგის პროცესს ერთობლივად გაუძღვებიან პეოფესიონალი, საერთაშორისო სათავგადასავლო გამყოლების და HR ექსპერტების გუნდი. 

ტრენინგის მეთოდოლოგია ეფუძნება გამოცდილებითი და სათავგადასავლო სწავლების პრინციპებს და წარმოადგენს აქტიურ, ინტერაქტიულ და სახალისო პროცესს, სადაც მონაწილეებს ენიჭებათ არა პასიური მსმენელის, არამედ საკუთარი ცოდნის და გამოცდილების შემოქმედის ფუნქცია.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით