news
სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობა (დონე 1)

ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი : კურსზე დაიშვება ნებისმიერი მსურველი ვისაც უწევს სიმაღლეზე მუშაობა, ხელს უწყოს ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა და არის 18 წლის და ზემოთ, სპეციფიური უნარ-ჩვევების და გამოცდილების გარეშე .

კურსის მოსალოდნელი შედეგები: 

• კურსის დამთავრების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ ინფორმაცია აღჭურვილობის შერჩევის, გამოყენების, მოვლისა და შენახვის შესახებ. 

• მონაწილეები შეძლებენ  დამოუკიდებლად თოკით საჭირო კვანძების გაკეთებას და სადგურების მოწყობას;

• ექნებათ ცოდნა  მოახდინონ ვერტიკალურ თოკზე გადაადგილება, საჭირო მანევრები ;

• ვერტიკალურ თოკზე დაკიდებული დაზარალებულის სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა და შესრულება;

 

კურსის ხანგრძლივობა 5  დღე

 

კურსზე სწავლება მიმდინარეობს  ინტერაქტიული სწავლების მეთოდით. 

გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა როგორც ადგილობრივი სათავგადასავლო სკოლის სიმაღლეზე უსაფრთხო მუშაობის  (ATS sprow), ასევე სამთო გიდების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის თოკზე უსაფრთხოდ მუშაობის (IFMGA ras) სერთიფიკატი

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით