news
სამთო გამყოლი

IV საფეხურის საერთაშორისო სადიპლომო პროგრამა (24 თვე). პარტნიორი - IFMGA თუ მთაში სიარული, კლდეზე ცოცვა, თხილამურებით სრიალი და მწვერვალების დაპყრობა შენი ცხოვრების ნაწილია და გინდა საყვარელი საქმიანობა პროფესიად აქციო, მაშინ სამთო გამყოლის კურსი სწორედ შენთვისაა. 2 წლიანი სადიპლომო პროგრამა სათავგადასავლო ტურიზმის უმაღლეს საერთაშორისო კვალიფიკაციას მოგანიჭებს. ეს არის გამორჩეული ტექნიკური და ფიზიკური უნარების მქონე ადამიანებისთვის შექმნილი ინტენსიური, რთული, ადრენალინით სავსე თავგადასავალი, რომლის წარმატებით დაძლევაც სათავგადასავლო საგამყოლო კარიერის მწვერვალზე აგიყვანს. სწავლის შედეგად შეძლებ იმუშავო გამყოლად ნებისმიერი სახის და სირთულის საფეხმავლო, ალპინისტური, Free Ride და Heli Ski ტურზე, წლის ყველა სეზონზე. შეძლებ შეაფასო რელიეფი და გარემო პირობები, დაადგინო ზვავსაშიშროების საფეხური, ასვლის და დაშვების უსაფრთხო მარშრუტები და საჭიროების შემთხვევაში ჩაატარო სამაშველო ოპერაცია. პროგრამის დასასრულს გახდები „საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის (GMGA)“ და „სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA)” წევრი, რაც საშუალებას მოგცემს აწარმოო პროფესიული საქმიანობა ევროპის, ამერიკის და აზიის 25 წევრ ქვეყანაში.