news
საფეხმავლო გამყოლი

მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა (8 კვირა) თუ თვლი, რომ სამოყვარულო მოლაშქის ცხოვრებიდან პროფესიულ საფეხურზე გადასვლის დროა, მაშინ საფეხმავლო გამყოლის 8 კვირიანი, მოგზაურობით დატვირთული მრავალფეროვანი პროგრამა სწორედ შენთვისაა. კურსი მეტწილად ბუნებაში მიმდინარეობს და მოიცავს სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერის ძირითადი კომპეტენციების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. პროგრამის მსვლელობისას შეიძენ ორიენტაცია-ნავიგაციის, ამინდის ცვლილების ბუნებრივი მანიშნებლებით შეფასების, საფრთხის ამოცნობა-არიდების, უსაფრთხოების, რისკების მართვისა და სხვა მრავალ უნარს. ისწავლი ტურისტებთან სწორი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას და კრიზისული ვითარების მართვის პრინციპებს. კურსის დასრულებისას გეცოდინება, როგორ გაუძღვე ადამიანებს სხვადასხვა ლანდშაფტსა და კლიმატურ ზონებში - იქ, სადაც შესაძლებელია ფეხით გადაადგილება ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე და გამორიცხულია ზვავსაშიშროება. დაწყებულია „სამთო გამყოლთა ასოციაციის მთის ლიდერთა ასოციაციების საერთაშორისო კავშირში“ (UIMLA) გაწევრიანების პროცესი, რომლის წარმატებით გავლის შემდეგაც კურსდამთავრებულებს ექნებათ საერთაშორისო სერტიფიკატი და შეძლებენ აწარმოონ პროფესიული საქმიანობა კავშირის 21 წევრ ქვეყანაში.